2018 წლის 15 ივნისი

სემინარი

"როგორ განვახორციელოთ ეფექტური
ცვლილებები კომპანიაში"

სპიკერი     "ადიზესის ინსტიტუტი"-ის პრეზიდენტი

 

 

შოჰამ ადიზესი

სემინარის შესახებ:

ადიზესის ინსტიტუტი და კავკასიის უნივერსიტეტი იწვევს საშუალო და მსხვილი ბიზნესის მფლობელებსა და უმაღლესი რგოლის მენეჯერებს 2018 წლის 15 ივნისს მონაწილეობა მიიღონ სემინარში «როგორ განვახორციელოთ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში» .

სემინარის მიზანი:

  • მენეჯერებში ცვლილებების აუცილებლობისა და მისი მართვის პროცესის გააზრება;
  • ერთიანი მმართველობითი ტერმინოლოგიის დანერგვა;
  • სხვადასხვა რგოლის მენეჯერების მართვის სტილის განსაზღვრა (PAEI);
  • მძლავრი პოზიტიური ენერგიის შექმნა კომპანიაში ცვლილებების განსახორციელებლად.

აუდიტორია: საშუალო და მსხვილი კომპანიის მფლობელები და პირველი პირები.

სემინარის ჩატარების თარიღი: 2018 წლის 15 ივნისი

ჩატარების ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი, პაატა სააკაძის 1, ჩუღურეთი, თბილისი

სემინარის ჩატარების დრო:

  • რეგისტრაციის დრო: 09:30 – 10:00
  • დაწყების დრო: 10:00
  • ხანგრძლივობა: 4-5 საათი (ყავაზე შესვენებებით)

სემინარის ენა: ინგლისური ქართული სინქრონული თარგმანით(ქართულ ენაზე მოსმენის შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ რეგისტრაციის დროს კომენტარის ველში.

სემინარზე დასწრება: მხოლოდ ინდივიდუალური მოსაწვევებით(მოსაწვევს მიიღებთ ელ. ფოსტის საშუალებით)

ღირებულებადასწრება უფასოა. მხოლოდ ინდივიდუალური მოსაწვევებით.

რას მივიღებთ სემინარიში მონაწილეობით:

სემინარი დაგეხმარებათ შემდეგი საკითხების გაცნობიერებაში:

  • ცვლილებების გარდაუალობა და მათი სწორად მართვა;
  • მუდმივი ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაწყვეტის სისტემის შექმნა;
  • 4 სხვადასხვა ტიპის მენეჯერის (PAEI), მათ თვისებებს შორის კონფლიქტისა და სწორი კომუნიკაციის არსებობის მნიშვნელობა;
  • რა არის საჭირო სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და როგორ ხდება მათი დანერგვა შემდგომში თითქმის 100%-ანი სიზუსტით;
  • ცხოვრების ციკლის რომელ ეტაპზე იმყოფება თქვენი კომპანია და რა ღონისძიებებია საჭირო შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად;
  • გადასადგმელი ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომელიც მიგვიყვანს კომპანიაში წარმატებული ცვლილებების განხორციელებასთან;
  • მთავარი ფაქტორები და მიზეზები, რომლის გამოც წარუმატებლობას განიცდიან კომპანიები ცვლილებების განხორციელებისას.

სემინარის პროგრამა:

  • რა სჭირდება კომპანიას წარმატების მისაღწევად, მენეჯმენტის დანიშნულება, ფუნციები და როლი.
  • რატომ კვდებიან ადამიანები, ხოლო კომპანიები ცოცხლობენ. თეორია ორგანიზაციის ცხოვრების ციკლის შესახებ.
  • რატომ ფერხდება ორგანიზაციის განვითარების პროცესი. ორგანიზაციის ნაადრევად დაბერების მიზეზები და ნიშან-თვისებები.
  • რას უნდა აკეთებდეს დამფუძნებელი კომპანიაში. ლიდერის როლი ტრანსფორმაციის პროცესში.
  • რატომ ხდება, რომ მენეჯერებმა, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ პრობლემები, თვითონვე ქმნიან მათ. მართველობითი კონფლიქტების ბუნება და მათი კოსტრუქციულად გადაწყვეტის გზები.
  • რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ    ორდინალურმა    ადამიანებმა აჩვენონ არაორდინალური შედეგები. ურთიერთშემავსებელი გუნდები და მათი ფორმირების პრინციპები.
  • როგორ მივიღოთ მენეჯმეტისაგან წინასწარ პროგნოზირებადად სწორი გადაწყვეტილებები. ჯგუფური გადაწყვეტილებების გამომუშავების ტექნოლოგია.
  • როგორი თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს კომპანიის ორგანიზაციული კულტურის  ცვლილება, ტრანსფორმაციის გეგმა.

 


სპიკერის შესახებ:

     ადიზესის ინსტიტუტის პრეზიდენტი , წამყვანი კონსულტანტი,ინსტიტუტის სწავლებისა და სერტიფიცირების დირექტორი,ადიზესის მეთოდოლოგიის ექსპერტი, პარალელურად კომპანია „Energi Reclaim”-ის დამფუძნებელი ,რომლის  პროფილია მსხვილი ორგანიზაციებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება კალიფორნიაში.

      შოჰამი ზედამხედველობს ინსტიტუტის მთელი ქსელის საქმიანობას, მათ შორის ახალი ოფისების გახსნას და განვითარებას .

     შოჰამი მსოფლიო მაშტაბით წარმატებით ატარებს სწავლებას და კონსულტანციებს ტოპ-მენეჯერებისათვის,ასევე ხშირად იღებს  მონაწილეობას ადიზესის ინსტიტუტის ყოველკვირეულ ონლაინ გამოცემა "Insights"-ში  .

     2001 წლამდე მუშაობდა ადიზესის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის  დოქტორი იცხაკ ადიზესის (Ichak Adizes) ასისტენტად,რამაც მისცა უნიკალური შესაძლებლობა დეტალურად შეესწავლა ადიზესის მეთოდოლოგია.

     2001 წლიდან დღემდე აგრძელებს  საორგანიზაციო ტრანსფორმაციაში მომსახურების გაწევას ბევრი მსხვილი ბეზნესისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.

     მან დაწერა უამრავი სტატია სხვადასხვა თემაზე, მართვის პროცესის შესახებ და ასევე შეადგინა უამრავი ტრეინინგი, რომლებსაც გვთავაზობს ადიზესის ინსტიტუტი, ასევე არის წიგნების თანაავტორი.

     კოლორადოს, ბოულერდის და ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრებისას, 1999 წელს, უ.კ. შოჰამმა მიიღო ბიზნესის სამეცნიერო ხარისხი. ამჟამად იგი ცხოვრობს კალიფორნიის შტატში, სანტა ბარბარაში.


ორგანიზატორების შესახებ:

ადიზესის     ინსტიტუტი     (Adizes      Institute,      USA)      –     არის

საერთშორისო    კონსალტინგური    კომპანია    სათაო ოფისით სანტა-ბარბარაში, კალიფორნია, აშშ. ადიზესის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საორგანიზაციო ცვლილებების პროგრამები შექმნილია ადიზესის ინსტიტუტის დამფუძნებლის, პროფესორ იცხაკ ადიზესის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და იგი უკვე 40 წლის განმავლობაში წარმატებულად გამოიყენება მთელს მსოფლიოში ორგანიზაციების ტრანსფორმირებისათვის.

პროფესორი იცხაკ ადიზესი გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი ფუნდამენტური ცვლილების გზით ბიზნესისა და მთავრობის საქმიანობის გაუმჯობესების საკითხებში. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ის მუშაობდა მსოფლიოს რამდენიმე უდიდეს ორგანიზაციასთან  და კონსულტაციას უწევდა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელებს. მას მინიჭებული აქვს საპატიო დოქტორის წოდება 20 უნივერსიტეტში და იგი არის მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის წევრი. პროფესორი ადიზესი არის 18 წიგნის ავტორი მენეჯმენტის შესახებ, რომლებიც თარგმნილია 26 ენაზე. მისი ნამუშევარი, „კორპორაციის ცხოვრების ციკლი“ , აღიარებულია როგორც ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ამ სფეროში.

ადიზესის ინსტიტუტის კლიენტები გახლავთ, როგორც ახალგაზრდა კომპანიები, ასევე Fortune 100-ის სიაში შემავალი კომპანიებიც.  ადიზესის ინსტიტუტს გააჩნია მუშაობის წარმატებული გამოცდილება, როგორც ბიზნესის სფეროში - 52 ქვეყანაში 2000-ზე მეტ კომპანიასთან, რომელთა შორის გახლავთ Bank of America, Coca-Cola, Shell, San Disk და ა.შ., ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და რიგი ქვეყნების მთავრობებთან, როგორებიცაა ბრაზილია, მექსიკა, ისრალი, შვედეთი და სერბეთი.

ადიზესის მეთოდოლოგის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ადამიანებს დაეხმაროს არამარტო ბიზნესის მართვაში, არამედ ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტაშიც.

                   ადიზესის ინსტიტუტის შესახებ დეტალურ

ინფორმაციას შეგიძლიათ

 გაეცნოთ ვებ-გვერდზე: Adizes.com

კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოში წამყვანი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო, მუდმივად განახლებად პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოში აღიარებული კურიკულუმების მიხედვით.

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით იწყება; დღეს ის ბიზნესის გარდა, კიდევ ცხრა სკოლას აერთიანებს: სამართლის; მედიის; ტექნოლოგიების; სახელმწიფო მართვის; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებების; ტურიზმის; მედიცინისა და ჯანდაცვის; ახალი კინოს და ეკონომიკის.

კავკასიის უნივერსიტეტს რამდენიმე პრიორიტეტი აქვს: უმაღლესი ხარისხის განათლება, კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, საერთაშორისო გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამები.

კავკასიის უნივერსიტეტი 2004 წლიდან წარმოადგენს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის გარე კამპუსს და ახორციელებს ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების დარგში, რომელსაც აქვს საერთაშორისო აღიარების სამმაგი აკრედიტაცია: AMBA, AACSB და EQUIS. 2017 წლის Financial Times-ის მსოფლიოს Executive MBA პროგრამების რეიტინგში გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი MBA პროგრამა 54-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი ისტორიული შენობაა, რომელიც 1909 წელს აშენდა. კამპუსი ინფრასტრუქტურითა და


რეგისტრაცია:

რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე:

+995 599 32 65 66 ადიზესის ინსტიტუტი
+995 322 37 77 77 კავკასიის უნივერსიტეტის საინფორმაციო ცენტრი
 

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშიირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:

marketing_cis@adizes.com
georgia@adizes.com

სახელი, გვარი, მამის სახელი*
თანამდებობა*
ელ. ფოსტის მისამართი*
ტელეფონის ნომერი*
კომპანიის დასახელება*
კომენტარები